ის შედეგი, რაც დადგება, ეს იქნება ის, რაც ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, საქართველოს აშშ-ს ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს, რაც სექტემბერში, ამერიკის კონგრესის მიერ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით დადასტურდა.
„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ 2017 წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ემყარებოდა ურთიერთ ინტერესის გათვალისწინებას ურთიერთსარგებლიანობას და ძალიან მჭიდრო ღრმა კონტაქტების გამყარებას. ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტიის ანუ ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც სულ ახლახანს, სექტემბერში დაფიქსირდა, როცა ამერიკის კონგრესში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ ერთხელ ადადტურებს და ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება რა თქმა უნდა ამ ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი“, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.