ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა, ეს იქნება საშუალება რომ იყოს ბევრი დაქსაქსული ძალა – დოლიძე

ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა, ეს იქნება საშუალება რომ იყოს ბევრი დაქსაქსული ძალა – ასე ეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარდებას. დოლიძე ფიქრობს, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება იძლევა საშუალებას უფრო მეტი ინტერესი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, თუმცა მისივე განცხადებით კვლავ უცვლელი რჩება მათი მოთხოვნა შსს მინისტრის გადადგომაზე.

,,მე ხალხს ვულოცავ მათი აქტივიზმის გამარჯვებას, ეს არის ხალხის მობილიზების დამსახურება. ნულოვანი ბარიერი არის პარლამენტის ნოეს კიდობნად გადაქცევის მცდელობა, ეს იქნება საშუალება რომ იყოს ბევრი დაქსაქსული ძალა. მთავარი გამოწვევა და მოთხოვნა აქ არის გიორგი გახარიას გადადგომა 20 და 21 ივნისის ქმედებების გამოძიება. ჩვენ ვრჩებით პირველადი მოთხოვნების მხარდასაჭერად იმიტომ, რომ ეს იყო რისთვისაც იბრძოდა ჩვენი მოსახლეობა, თუმცა პროპორციული არჩევნები მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ინტერესები წარმოვადგინოთ პარლამენტში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: რამდენიც არ უნდა ვიქილიკოთ, ფაქტია – ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა
შემდეგი სტატია,,ნულპროცენტიანი ბარიერი არის გამოწვევა, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მიიღოს და წარმატებით გაუმკლავდეს”