ნუკრი ქანთარია : ნიკა მელია ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს „ევროპული საქართველო“ უფრო რეალურად აღიქვამს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“.

დეპუტატი არჩევნების თაობაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების ამსახველ მასალებს გამოაქვეყნებს.

„არჩევნებზე ხარვეზები იყო, მაგრამ გავლენა არ ჰქონია და დარღვევების პროცენტი მაღალი არ ყოფილა. ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებდა, რადგან სხვაობის პროცენტი მაღალია. ნიკა მელია წარმოუდგენელ რამეს ამბობს და თუ რამე დოკუმენტები და ვიდეო აქვს, გაასაჯაროოს, მაგრამ ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა. თურმე, 90-იან წლებში ქვემეხებით დავდიოდი. იციან, რომ შედეგზე ვერ გავლენ. მათი განაყოფი გაცილებით რეალურად აღიქვამს მოვლენებს. ესენიც აღიქვამენ, მაგრამ სურთ, ხალხს საკენკი გადაუგდონ, თითქოს, რაღაცას აპროტესტებენ. ჩხუბის შემდეგ ბაქი-ბუქობენ“, – დასძინა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიათელავის მერიამ ოპოზიციას აქციის გასამართად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა