დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმანაძის თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება დეკემბრის ბოლოდან დაიწყება.

“ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსიდაავადებების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფო ქაცარავა : სტრასბურგის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ყველა ბრალდება უსაფუძვლოა
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია : ნიკა მელია ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა