ნუგზარ წიკლაური:სახეზეა დაზვერვის ჩავარდნა

სახეზეა დაზვერვის ჩავარდნა, სახეზეა დაგეგმვის ჩავარდნა, სახეზეა შსს და სუსის სრული იმპოტენცია.
20 საათია, რაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს საქართველოს სახელმწიფოს ასეულობით სპეცრაზმელის და ერთ ბინაში შეკეტილი ორი (!!!) ადამიანის ბრძოლას.
20 საათია ყველანი ვხედავთ ჯავშნიანი მანქანებით, კობრებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით, ცრემლსადენი გაზებით შეიარაღებული რაზმების უშედეგო შეტევას….
20 საათია ყოველ წუთს ნადგურდება ქართული სახელმწიფოს სახელი და პრესტიჟი; ნადგურდება ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
წარმოდგენაც კი შეგზარავს, რა შეიძლება მოხდეს, თუკი რომელიმე სერიოზული დივერსიული ჯგუფი გადაწყვეტს ქვეყნის დესტაბილიზაციას.
დაუცველია ქვეყანა, დაუცველია მოსახლეობა და ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდდამხოლოდ საქართველოს მთავრობას.

 

 

ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაშიმერი ხანგოშვილი აცხადებს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინა მასზეა გაფორმებული, თუმცა მისი მეპატრონე თინა გაურგაშვილია
შემდეგი სტატიაგაბრიელ სალოსის ქუჩაზე გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მივიდნენ