მერი ხანგოშვილი აცხადებს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინა მასზეა გაფორმებული, თუმცა მისი მეპატრონე თინა გაურგაშვილია

ბინის მეპატრონე, რომელშიც სავარაუდოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმყოფებიან, ჟურნალისტებთან  საუბრისას ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლი არა მას, არამედ თინა გაურგაშვილს ეკუთვნის. მერი ხანგოშვილის ინფორმაციით, მის სახელზე სახლი მეპატრონეებმა 6 წლის წინ იმის გამო გადააფორმეს, რომ ქვეყნიდან მიდიოდნენ.

მერი ხანგოშვილის თქმით, ვის ჰქონდა ნაქირავები სახლი, მისთვის უცნობია. ხანგოშვილი ვარაუდობს, რომ სახლი თინა გაურგაშვილის შვილმა გააქირავა, რომელსაც ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს და საქართველოში დაბრუნდა.

ხანგოშვილის ინფორმაციითვე, ორი წლის წინ ბინა პანკისში მცხოვრებმა ოჯახმა იქირავა, იქ ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა მიმდინარე წლის მარტში საცხოვრებელი სახლი დატოვეს.

„ჩემი სახლი არ არის, ჩემზეა გაფორმებული, მაგრამ ბინის მეპატრონე არის თინა გაურგაშვილი, არის 6 წლის წინ წასული. არაფერი არ ვიცი, არ ვიცი ვინ ცხოვრობდა, ვინ გააქირავა და რა ხდება აზრზე არ ვარ. თავისი შვილი იქნებოდა. შვილი არ გაუშვეს, დააბრუნეს თურქეთიდან და ალბათ ის იქნებოდა, არ ვიცი… ჩვენებურები ცხოვრობდნენ ორი წელი, დიდი ოჯახი ცხოვრობდა ცოლ-შვილით, მერე კიდევ სხვა ოჯახი ცხოვრობდა, რამდენადაც ვიცი, ის ბინა მარტიდან არის დაცლილი,“ – განაცხადა მერი ხანგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარმა გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური:სახეზეა დაზვერვის ჩავარდნა