ნუგზარ წიკლაური „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნება“ მოქალაქეების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კოდის დევნილთა დასახლებაში გამართულ შეხვედრაზე მისული რამდენიმე ადამიანის ოჯახის წევრი „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ გახდა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, იასონ ქრისტესაშვილის და ოთო რამიშვილის ოჯახის წევრებს ერედვის გამგეობიდან დაუკავშირდნენ და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

„მინდა მივმართო უწყებათაშორის კომისიას, ბიძინა ივანიშვილს და კვირიკაშვილს. სახეზეა ცხადი გამოვლინება პოლიტიკური დევნისა ჩვენს მოქალაქეების, რომელთა დანაშაულიც არის მხოლოდ ის, რომ მათ აქვთ საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ ადმაიანებს ვინც აორგანიზებს ამ ადამიანებს, რომ ესე დააშანტაჟონ ხალხი – არჩევნებამდე არის დარჩენილი 2 თვე, პოლიტიკური დევნა კი არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რომლის შემდეგაც მათ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,”- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია გორის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
შემდეგი სტატია(ფოტო) წალენჯიხის გამგებლის გადადგომას თანამშრომლები ტირილით შეხვდნენ