ნუ მოვაკვლევინებთ, „დაქირავებულ ცუღლუტ- ქერუბიმს“ ღვაწლმოსილ ადამიანს…

პარტიის „კანონი და სამრთალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი კონსერვატორიის ყოფილი რექტორის, მანანა დოიჯაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიიაზე საუბრობს.
„ფრთხილად „მეგობრებო“! მართლა საზღვარი აქვს ყველაფერს – ამას ჩვეულებრივი მკვლელობა ჰქვია!! სიმონ ჩაჩანიძე!!! უკვე ყველამ იცის, რას ემსახურება ყველასთვის ცნობილი „ქერუბიმის“ აღვირახსნილი თავდასხმები, ვინმე ჩაჩანიძე – ოდესღაც მომღერალი, ამჟამად კი , პარლამენტის აპარატში მუშაკი . „უგზოუკვლოდ-მეოცნებე“ სიმონ ჩაჩანიძის მიზნების შესახებ ყველასთვის ცნობილია, ისიც იცის ყველამ,როგორ „ოცნებობს“ პერიოდულად ეს ყმაწვილი და საძაგელი და ყოვლად მიუღებელი მეთოდებით ცდილობს კონსერვატორიის ყოფილი რექტორის დისკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ თავად კარგად იცის „მეოცნებე ყმაწვილმა“, რომ ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის კონსერვატორიის აღმშენებლობაში და, მით უმეტეს, ახლა საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ახალი რექტორის არჩევნებში, ეს მიზანმიმართული დაუსრულებელი კამპანია, უკვე თვალნათლივ ჩანს, რომ ადამიანის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას ემსახურება.

ეს სცენაზე „რამდენჯერმე გულშეღონებული უდიპლომო-ეშმაკუნა, ცუღლუტი ქერუბიმი“, რომელიც „ვიღაცებისთვის დაუბრუნებელი ფინანსების გამო“, პერიოდულად გარკვეულ როლს ირგებდა „ხელისუფლების მაამებლისა“, დღეს უკვე ბედავს, გათამამდა და კონსერვატორიის, ამ დიდი ხნის ქართული მუსიკალური სკოლის, სადაც გაიზარდნენ ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლები – დიდი პროფესიონალები, ეს უსუსური „დილეტანტი კარიერისტი“, ბედავს იოცნებოს რექტორობაზე ან პრორექტორობაზე, ან, ან „სულერთია, „მთავარია რაღაც მსხვილი“ ლუკმა“ ერგოს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ სახელისუფლო „ჯგუფთან“ დაახლოებილი პირია და ამიტომ „ყველანაირი ცილისწამების ფასად“ ცდილობს გაანადგუროს დამსახურებული ღვაწლმოსილი ადამიანი, პიანისტი ,პროფესორი მანანა დოიჯაშვილი, რომელსაც ეუბნება „ღირსეულად წადიო“, არადა, კარგად უწყის თავად, რომ „წასულია“ კარგა ხნის და არც აპირებს კვლავ რექტორად მობრუნებას, აბა, მაშ რა? –

ისმის კითხვა?! რა ხდება??? ვის და რაში სჭირდება ეს დაგეგმილი „მკვლელობა-გასროლა“?! მეგობრებო, არ შეიძლება, ეს უნდა დასრულდეს! ნუ გავამეტებინებთ ასე დამსახურებულ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ან „მათ“ ქვეყანა უყვართ და ისინი ან „ის“ არ „ოცნებობს“ დაქირავებული-ქილერი-მომღერალივით „საქართველოს გუბერნიაზე“, მისი – ქ-ნი მანანას პოზიცია გაცხადებული და ცნობილია, როგორც ამ ქვეყნის უდიდესი პატრიოტისა და უდავო-რეფორმატორისა. ნუ მოვაკვლევინებთ, „დაქირავებულ ცუღლუტ- ქერუბიმს“ ღვაწლმოსილ ადამიანს „მეოცნებე კარიერისტს“, ისე ჩაატარონ არჩევნები, მსხვერპლის გარეშე! საკმარისია!!! საკმარისი! ეს დაკვეთილი „გასროლა“ ხელისუფლების ამ „ჯგუფის“ მხრებზე იქნება, იცოდეთ! ამას არავინ გაპატიებთ!“ – წერს ჩარკვიანი.

banner
წინა სტატიაშიტოცში არსებულ ვითარებაზე უკვე შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან
შემდეგი სტატიაგორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება