გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილია ვინტილატორის დამონტაჟება. რის გამოც, 2019 წლის 20 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,-ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინუ მოვაკვლევინებთ, „დაქირავებულ ცუღლუტ- ქერუბიმს“ ღვაწლმოსილ ადამიანს…
შემდეგი სტატიამარკ როზოვსკი რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელია, ვინც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ