ნორვეგიული გემი “ვიკინგ სკაი” მოლდეს პორტში შევიდა

სამოგზაურო გემი “ვიკინგ სკაი”, რომელმაც ნორვეგიის სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა, თავისით მივიდა ქალაქ მოლდეში. მასზე მყოფი მგზავრების თითქმის მესამედი ევაკუირებული იყო.
“ვიკინგ სკაი” ნორვეგიის პორტში თბილისის დროით 19.15 წუთზე შევიდა. მგზავრები სასტუმროებში გადაანაწილეს, სადაც მათ პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

გემს გუშინ ძრავები გაეთიშა. დღეს დღის მეორე ნახევარზე ოთხიდან სამი ძრავის ამუშავება ხელახლა გახდა შესაძლებელი

სამაშველო მოქმედებებში ჩართული იყო ხუთი ვეტმფრენი და რამდენიმე გემი – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: Gery Shalon-ის ფულის გათეთრების სქემაში Gal Barak-თან ერთად ,ქართული კომპანია შპს ალფა მარკეტინგიც მონაწილეობს
შემდეგი სტატიაბარბარა სტრეიზანდმა ბოდიში მოიხადა მამაკაცების წინაშე, რომლებმაც მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში დასდეს ბრალი