ბარბარა სტრეიზანდმა ბოდიში მოიხადა მამაკაცების წინაშე, რომლებმაც მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში დასდეს ბრალი

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ბარბარა სტრეიზანდმა ბოდიში მოიხადა მამაკაცების წინაშე, რომლებმაც მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში დასდეს ბრალი. “ისინი ორივე დაქორწინდა და ორივეს ყავს შვილები, ანუ, ამან ისინი არ მოკლა” – 79 წლის სტრეიზანდმა თქვა “თაიმსთან” ინტერვიუში. მისმა სიტყვებმა მომღერლის მისამართით კრიტიკა გამოიწვია.
ამავე დროს, სტრეიზანდმა განაცხადა, რომ სრულებით სჯერა მამაკაცების ბრალდების. “ასეთი სექსუალური მოთხოვნები ჰქონდა მას. არც ვიცი, მისი ბავშვობაა ამაში დამნაშავე თუ სხვა რამ, დნმ-ი. მაგრამ ეს ბავშვები (სეიფჩაკი და რობსონი), როგორც თვითონ ამბობენ, ბედნიერები იყვნენ რომ იქ მოხვდნენ (ჯექსონის რანჩოზე ნევერლენდში). ორივე მათგანი დაქორწინდა, ორივეს შვილები ყავს და ამას ისინი არ გაუანდგურებია. გაორებული გრძნობა გაქვს. მე ბავშვების გამო განვიცდი. და მის გამოც განვიცდი. ვფიქრობ, დამნაშავეები მშობლები არიან, რომლებმაც დაუშვეს, რომ ბავშვები მასთან იწვნენ” – თქვა სტრეიზანდმა.
მოგვიანებით მუსიკოსმა თავისი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

მაიკლ ჯექსონის ძმები და სხვა ნათესავები პედოფილიის შესახებ ბრალდებას უარყოფენ. ჯექსონის ძმისშვილმა ტაჯ ჯექსონმა “ბიბისისთან” თქვა, რომ ერთ-ერთ ბრალმდებელს წლებია იცნობს და მის განცხადებას დამაჯერებლად არ თვლის.

banner
წინა სტატიაშინორვეგიული გემი “ვიკინგ სკაი” მოლდეს პორტში შევიდა
შემდეგი სტატიახაშურში, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა