ნორვეგიაში 20 წლის რუსი დააკავეს, რომელსაც ტერაქტის მომზადება უნდოდა

ნორვეგიაში 20 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს ოსლოს ცენტრში ქალზე თავდასხმის ბრალდებით. ქალაქის პოლიცია ირწმუნება, რომ რუსის მიზანი ტერაქტის მომზადება იყო, რომელსაც ბევრი მსხვერპლი უნდა მოყოლოდა – “ბიბისი” წერს.
ინციდენტი ხუთშაბთს, 17 იანვარს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ქალს, რომელიც სალაროსთან ფულს იხდიდა, თავს დაესხა და დანით დაჭრა. თავდასხმის, როგორც ტერორისტული აქტის გამოძიება ხდება. დაკავებული პოლიციამ უკვე დაკითხა. რუსეთის მოქალაქე 17 იანვარს შვედეთიდან ჩავიდა ნორვეგიაში. ის წარმოშობით ბაშკირეთიდან არის.

banner
წინა სტატიაშიჰქონდათ კონკრეტულ აქციონერთან რაღაც შეკითხვები” – ფინანსთა მინისტრმა TBC ბანკის საქმის დეტალები არ იცის
შემდეგი სტატიაგერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანად აღიარა