გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანად აღიარა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო, ტუნისი, ალჟირი და მაროკო უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. შესაბამის კანონპროექტს 18 იანვარს პარლამენტართა უმეტესობამ მხარი დაუჭირა. ახლა დოკუმენტს ბუნდესრატი – ფედერალური მიწების წარმომადგენლები განიხილავენ.
გერმანიის მთავრობის წევრთა თქმით, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ამ ქვეყნის მოქალაქეების შუამდგომლობას, თავშესაფრის მიღების შესახებ დააჩქარებს. “მწვანეთა” წარმომადგენლები დოკუმენტის წინააღმდეგი იყვნენ, მათი აზრით, თავშესაფრის თხოვნა ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშინორვეგიაში 20 წლის რუსი დააკავეს, რომელსაც ტერაქტის მომზადება უნდოდა
შემდეგი სტატიამიხეილ ბატიაშვილი – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს