“ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერებმა უკრაინასა და სირიაში მდგომარეობებზე ისაუბრეს

1 (1)საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სატელეფონო დიალოგისას აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებაზე ისაუბრეს.
პუტინმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვტოს დონბასის დასახლებული პუნქტებზე ცეცხლის გახსნა.
განხილულ იქნა მთელი რიგი სოციალ-ეკომონიკური და კულტურული პრობლემები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
უკრაინის გარდა, მხარეებმა სირიაში შემქნილ მდგომარეობაზე ილაპარაკეს.
პრეზიდენტმა პოროშენკომ ყურადღება გაამახვილა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე კონტროლის აღდგენაზე. მან ასევე რუსეთს მოუწოდა გაანთავისუფლოს ისინი, ვისაც მან “უკრაინული მძევლები” და “პოლიტპატიმრები” უწოდა, მათ შორის ნადეჟდა სავჩენკო. გარდა ამისა, პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლებას ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევაში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშიიემენის უნივერსიტეტში ძლიერი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერებისათვის ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ჩვენი პოზიცია გაგვეზიარებინა