იემენის უნივერსიტეტში ძლიერი აფეთქება მოხდა

იემენის უნივერსიტეტში ძლიერი აფეთქება მოხდა

iemeniიემენის სანეს უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა – Sky News Arabia ავრცელებს. აფეთქების შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმემ დაზიანება მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი, ლიტერატურის ფაკულტეტის კორპუსის ერთ-ერთ აუდიტორიაში იყო დამონტაჟებული. აფეთქება ჰოუსიტების მიერ მომზადებული ზეიმის მსვლელობისას მოხდა.
მომხდარის დეტალების დადგენა მიმდინარეობს.

იემენში უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მებრძოლების ერთ-ერთი მხარეა ჰოუსიტები, შიიტური მოძრაობა “ანსარ ალაჰი” და პრეზიდენტიასდმი ლოიალური არმიის ნაწილი, მეორე მხარეა – გაძევებული სუნიტი პრეზიდენტი და კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი უდგას სათავეში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება
შემდეგი სტატია“ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერებმა უკრაინასა და სირიაში მდგომარეობებზე ისაუბრეს