ნონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს, ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლება მისცეს.

როგორც ჟურნალისტებს მამულაშვილმა განუცხადა, კახა კუჭავას მსგავსი თხოვნით 4 ოქტომბერს მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო.

დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი უფლების მიცემას 24 დღეა ითხოვს.

„პირადად მე, უფლებას არ მაძლევს, ვნახო. იციან, რომ დასავლელ პარტნიორებს პირდაპირ ვეკონტაქტები და როგორც ჩანს, სურვილი არ აქვთ, რომ ინფორმაცია დასავლელ პარტნიორებს მივაწოდო. კუჭავასთან ვიყავი, კაბინეტში ჩაიკეტა და მემალება. პარლამენტის თავმჯდომარის ხუშტურებზე არ უნდა იყოს, ჩემი ციხეში შესვლის საკითხი. კითხვა მაქვს მის მიმართ, რატომ არ მაძლევს უფლებას, როცა სხვებს აძლევს?“, – განაცხადა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია არის არაადეკვატურობა