მდინარაძე – აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე

27 ოქტომბრისთვის გასამართი აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. 2 ოქტომბრის არჩევნებს სჭირდება გამარჯვებით დასრულება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მოხდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქცია კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე და ევროპული მომავალი.

როგორც მდინარაძე ამბობს, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ოცივე მუნიციპალიტეტში „ქართული ცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ქართველი ხალხის თანადგომით, „ქართველი ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ. არანაირი კონტრაქციას არ არის. ესაა აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე, მომავალი, მათ შორის ევროპული მომავალი და ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი. შეუძლებელია ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს