მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია არის არაადეკვატურობა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია არაადეკვატურობაა, რაც მათგან სიახლე არ არის.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულნა ოცნებამ“ სხვის მაგალითზე ვერ ისწავლა.

„ალბათ, გააცნობიერეს, რომ ოპოზიციაში არიან ქართველ ხალხთან და თავის მომხრეებს, რომელიც ძალიან შეთხელდა, უმტკიცებენ, რომ ხელისუფლებაში არიან, ძლიერები არიან, ვერავინ მოერევათ. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის სხვა სათქმელი არ აქვთ. ხალხთან გაკეთებულ საქმეებზე კი არ საუბრობენ და ამით კი არ იწონებენ თავს, არამედ დაქირავებული ხალხისა და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით ცდილობენ, აქცია გამართონ და ხალხს ძალა აჩვენონ.

სამწუხაროა, რომ სხვის მაგალითზე ვერ ისწავლეს. გაიხსენონ 2012 წელი, როცა „ქართული ოცნების“ აქციაზე ხალხი თვითდინებით მოდიდოდა. მაშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გააკეთა აქცია სტადიონზე და ერთი საათიც ვერ გაგრძელდა, ხალხის 30 პროცენტი სახლში მიდიოდა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშინონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან