ნონა მამულაშვილი: გავრილოვის მონამ კომიტეტის სხდომაზე ნაბიჭვარი მიწოდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე მას ნაბიჭვარი უწოდა.

როგორც მამულაშვილი Facebook-ზე წერს, ხელაშვილმა შეურაცხყოფა მხოლოდ იმის გამო მიაყენა, რომ კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის არმისვლის მიზეზი იკითხა.

“აი ამ გავრილოვის მონამ დღეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში არ მოსვლის მიზეზი ვიკითხე, ნაბიჭვარი მიწოდა. ეს არის ოცნების რეალური სახე, ზიზღით, ბოღმით და აგრესიით სავსე!”, – წერს ნონა მამულაშვილი Facebook-ზე.

 

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ხელისუფლების შეცვლისთვის მე თვითონ გამოვიყენებ ყველა გზას და მაგისთვის არც სააკაშვილის გზა მჭირდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ჩვენს დედაქალაქს შეემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდის ფეშენებელური სასტუმრო, რომლის ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს