ჯაფარიძე: ხელისუფლების შეცვლისთვის მე თვითონ გამოვიყენებ ყველა გზას და მაგისთვის არც სააკაშვილის გზა მჭირდება

სააკაშვილის გზა რა არის არ ვიცი. ზოგადად, ვთვლი, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება უზურპირებული აქვს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

“ჩემი და ჩემნაირი ადამიანების გადახდილი გადასახადებით აფინანსებს სისტემას, რომელიც შედგება სუსისგან, შსს-გან და მათ შორის ალიანსებისგან საპატრიარქოსთან და კრიმინალურ სამყაროსთან და ბევრი ფულის ხარჯვით, ჩემს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ჩემთვის ეს ხელისუფლება ისედაც არალეგიტიმურია. ხელისუფლების შეცვლისთვის მე თვითონ გამოვიყენებ ყველა გზას და მაგისთვის არც სააკაშვილის გზა მჭირდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკო: „ფეისბუქში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
შემდეგი სტატიანონა მამულაშვილი: გავრილოვის მონამ კომიტეტის სხდომაზე ნაბიჭვარი მიწოდა