ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

რუსთაველზე აქციის დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დღეს, 11 ნოემბერს გაგრძელდება. პროცესში ბრალდების მოწმე პოლიციელები დაიკითხებიან.

მოძრაობა “სირცხვლიას” წევრები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია და პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. ამ ორ აქტივსიტთან ერთად დაკავებული ლექსო მაჭავარიანი გუშინ მოსამართლემ 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფა.

“ბრალდების მხარე მოვიდა იმ მტკიცებულებებით ჩვენ წინაღმდეგ, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოდგეს. კადრებში ჩანს ყველაფერი, რას ვაკეთებდით, როგორ, სად ვიდექით და ადამიანები საპირისპიროს გვიმტკიცებენ, თეთრზე გვიმტკიცებენ შავს”, – თქვა ნოდარ რუხაძემ.

გიორგი მჟავანაძის თქმით, სასამართლომ ლექსო მაჭავარიანის შემთხვევაშიც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარ თავზეც იგივე მოლოდინი აქვს.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძემ ოპოზიციას “შენიღბული დამნაშავეები” უწოდა, კობახიძე კი მათ “სწორ გზაზე” დასაყენებლად მუშაობს
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს