თალაკვაძემ ოპოზიციას “შენიღბული დამნაშავეები” უწოდა, კობახიძე კი მათ “სწორ გზაზე” დასაყენებლად მუშაობს

დიალოგისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის მოწოდების პარალელურად, “ქართული ოცნება” ოპოზიციას ლანძღავს და “შენიღბულ დამნაშავეებს” უწოდებს. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა:

“ვინ არიან ეს ადამიანები? ესენი არიან შენიღბული დამნაშავეები. ზოგი პოლიტიკას არის ამოფარებული, ზოგი მედიას, რეალურად ამ ადამიანების უკან არსებობს ძალიან სერიოზული, უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია და დღეს ისინი გადაფუთულები მოდიან საზოგადოებასთან მშვიდობის და დემოკრატიის სახელით” ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე კი ოპოზიციის “სწორ გზაზე” დასაყენებლად მუშაობს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ “კობახიძე-თალაკვაძის მუქარის” არავის ეშინია, პროტესტი გაგრძელდება და მათივე თქმით, სწორედ ამ პროტესტი ჩასახშობად აკეთებენ “ოცნების” სპიკერები ასეთ განცხადებებს და მიმართავენ შეზღუდვებს, რომლებიც ოპოზიციის შეფასებით, არაკონსტიტუციურია.

banner
წინა სტატიაშირატიანი: არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ
შემდეგი სტატიანოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება