ნოდარ ნათაძე – სალომე ზურაბიშვილი პროფესიონალია და დღევანდელ მის გამოსვლაში პროფესიონალურ მიდგომას ველოდები

region
: region აპრილი 9, 2019 17:23

ნოდარ ნათაძე – სალომე ზურაბიშვილი პროფესიონალია და დღევანდელ მის გამოსვლაში პროფესიონალურ მიდგომას ველოდები

9 აპრილი ტრაგიკული თარიღია, საქართველომ უზარმაზარი გლოვა განიცადა, – ამის შესახებ „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა, ნოდარ ნათაძემ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში იმყოფება.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღებას მართავს.

„ეს ტრაგიკული თარიღია. საქართველომ უზარმაზარი გლოვა განიცადა და ეს უდიდესი ტრიუმფია. ზვიად გამსახურდიამ დატოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ არა უბრალოდ დამოუკიდებლობა, არამედ რეფერენდუმით გამაგრებული დამოუკიდებლობა. გადამწყვეტი ესაა. სალომე ზურაბიშვილმა თავის ამასწინანდელ გამოსვლაში სწორედ ეს შენიშნა და ამას გაუსვა ხაზი“, – აღნიშნა ნოდარ ნათაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროფესიონალია და მისგან ღონისძიებაზე პროფესიონალურ მსჯელობას ელოდება.

„ჩვენ საქმე პროფესიონალთან გვაქვს. პროფესიონალი სტუმრები ვართ და ჩვენ დღეს სწორედ პროფესიულ მიდგომას ველით, რომელსაც დიდი ხნის გადაჩვეული ვართ. საქართველოს პერსპექტივები ძალიან დიდი მგონია და მასზე კონკრეტულ მსჯელობას ველი“, – განაცხადა ნოდარ ნათაძემ.

ღონისძიების სტუმრებმა და მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

region
: region აპრილი 9, 2019 17:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,872
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics