ჭირისუფლებს გალში დაკრძალვაზე დასწრების საშუალება არ მისცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში გარდაცვლილი 70 წლის გ.თ.-ს დაკრძალვაზე მის ნათესავებს ენგურს იქით გადასვლის საშუალება არ მიეცათ. ისინი მდინარის მეორე სანაპიროდან ემშვიდობებიან გარდაცვლილ ახლობელს.

გარდაცვლილის ახლობლები კამერის წინ საუბარზე უარს ამბობენ, რადგან, მათი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს პრობლემები შეექმნებათ.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მეტი ყურადღება მიაქციონ მსგავს ფაქტებს და ჭირისუფლებს ახლობლების დატირების საშუალება მისცენ.

banner
წინა სტატიაში9 აპრილის მემორიალთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიანოდარ ნათაძე – სალომე ზურაბიშვილი პროფესიონალია და დღევანდელ მის გამოსვლაში პროფესიონალურ მიდგომას ველოდები