ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდნენ

„ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მათი შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე გამოკითხვაზე მივიდნენ.

ნოდარ მელაძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მიიღეს ღია მუქარები ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან.

მისივე თქმით, მიხეილ წიკლაურის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამოძიების დასაწყებად და იკვეთება საკმარისი დანაშაულის ნიშნები.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაგვიბარა მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა საჯარო სივრცეში განცხადება, რომ არაფერი არ ვიცოდით ამ საქმესთან დაკავშირებით. მათ სატელეფონო საუბრით გვაცნობეს, რომ ჰქონდათ გამოძიება დაწყებული ჩემი და მაკას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ღია მუქარები ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან. გვაინტერესებს, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ყველა იურისტი თანხმდება, რომ ბატონი წიკლაურის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამოძიების დასაწყებად და იკვეთება საკმარისი დანაშაულის ნიშნები. ჩვენზე თავდასხმა და ჩვენი განეიტრალება დღეს იმ საჯარო მუქარებიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ შედის „ქართლი ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, რადგან ძირითადი მუქარები ჩვენ მივიღეთ მათი ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის მხრიდან. სრული პასუხისმგებელი იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ოჯახი“, – აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას წერილი 224-ე საკნიდან
შემდეგი სტატიამაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება