მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

მათი ინფორმაციით, გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს იხდის.

banner
წინა სტატიაშინოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდნენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია