ნოდარ ხადური სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შემძრა თურქეთში მომხდარმა საშინელმა ტერაქტმა. ყოვლად დაუშვებელია, ადამიანების სიცოცხლე ეწირებოდეს ტერორისტების უაზრო და ყოვლად გაუმართლებელ ქმედებებს. ვიზიარებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების, თურქი ხალხის მწუხარებას. ახლა ისე, როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება ჩვენი, ყველას თანადგომა. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცივილიზებული სამყაროს თანადგომით აღვკვეთთ ტერორისტულ აქტებს და დავამარცხებთ ამ ბოროტებას!

საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობით არიან დაბინავებულნი. მინდა, მადლობა ვუთხრა სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს ირაკლი ასაშვილს და საკონსულოს თითოეულ თანამშრომელს კრიზისულ სიტუაციაში გამართულად მუშაობისთვის. თუ არის ვინმე, ვინც სტამბოლში იმყოფება და საკონსულოსთან კონტაქტზე ჯერ კიდევ არ გასულა, გთხოვთ, დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე: +90 (541) 818 44 00“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : საქართველოს 120-მდე მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში