დიმიტრი ქუმსიშვილი : საქართველოს 120-მდე მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

საქართველოს 120-მდე მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა ავიაკომპანიებთან მუშაობს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოიყვანონ მოქალაქეები საქართველოში.

“ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში, ახლა ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში, ამ წუთის მონაცემებით ქართველი დაზარალებულები არ გვყავს, რაც კარგია და ამავე დროს ჩვენ ვიაზრებთ სრულად იმ ვითარებას, რომელიც თურქ ხალხს აქვს”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინიტრმა მიუსამძიმრა თურქ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი უბედურება მომავალში აღარ განმეორდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასუს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა