ნოდარ ხადური გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაში“ზაზა ფარცვანია ზუგდიდის სირცხვილია”- სამოქალაქო აქტივისტები ბიბლიოთეკის თანამშრომელს სტვენით დახვდნენ
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს