სამართალდამცველებმა კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა, რომელთა შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტში დეპუტატ შოთა შალელაშვილს ლევან მგალობლიშვილი შეცვლის