ნოდარ ჯავახიშვილი: პრემიერთან არ გაქვთ შეხება? ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის

„ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი, პრემიერ-მინისტრთან არ გაქვთ შეხება? ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის და ვისი გადასაწყვეტიც არის მან უნდა გააკეთოს განცხადება და არა მე,“-აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯავახიშვილი მინისტრთა კაბინეტსი ადგილს ვეღარ დაიკავებს, თუმცა ამ ფაქტს ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი არც ადასტურებს და არც ურყოფს.
მინისტრთა კაბინეტი არსებული შემადგენლობით დღეს სავარაუდოდ ბოლო სხდომას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მთავრობის წევრები უკვე 21 ნოემბერს უნდა დასახელდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ვამაყობ, რომ ჩვენ, ქართველებმა ნატო-საქართველოს წვრთნების ყველა ეტაპის წარმატებით გავლა შევძელით
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ