ნოდარ ჯავახიშვილი ლაშა თორდიას მოადგილედ ინიშნება?

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აუდიტის სამსახურში გადაინაცვლებს, ამის შესახებ მან შეთავაზება უკვე მიიღო. ჯავახიშვილი ლაშა თორდიას მოადგილედ მის შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულ ინფორმაციას ,,იბერიას“ საინფორმაციო გამოშვება ,,ახალ ამბებთან“ ადასტურებს .

,, თუ დამირეკავს და მეტყვის რომ შეხვედრა მინდაო, წავალ შევხდები და მოვილაპარაკებთ. მანამდე რაზე ვილაპარაკოთ? რაოდენ მაღალი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს მისი თქმა, რომ ხომ არ წახვიდოდი იქ? არაფერს ნიშნავს,“-ამბობს ჯავახიშვილი.
ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამ საკითხზე საუბარი პრემიერთანაც შედგა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: საქართველოში დღითიდღე უმჯობესდება ბიზნესის კეთების შესაძლებლობები
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა გაცემული დაპირებების შესრულებას შეძლებს