დავით ბაქრაძე: საქართველოში დღითიდღე უმჯობესდება ბიზნესის კეთების შესაძლებლობები

“ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩსა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კომპანიებს საშუალება ჰქონდათ დავით ბაქრაძესთან ორ ქვეყანას შორის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ესაუბრათ. საუბრის ძირითადი თემა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული პროდუქტის მოხვედრის გზები იყო, ძირითადი აქცენტი სოფლის მეურნეობის კუთხით გაკეთდა. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ამიტომ ელჩი გამგზავრებამდე ამერიკული ბაზრით დაინტერესებულ ყველა კომპანიას შეხვდება.

,ეს არის ასევე ნაწილი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისა, აქედან გამომდინარე იმ ბიზნესს, რომელსაც აინტერესებს ამერიკული ბაზარი, იმ ამერიკულ კონპანიებს, რომლებიც უკვე წარმოდგენილები არიან საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ დაველაპარაკოთ იმ ახალ სივრცეებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ვქმნით საქართველოში და იმ შესაძლებლობებზე, რაც ექნებათ ქართულ კომპანიებს ამერიკულ ბაზარზე. ზოგადად, საქართველოში დღითიდღე უმჯობესდება ბიზნესის კეთების შესაძლებლობები. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კუთხით, საქართველო იმკვიდრებს სტაბილური ქვეყნის იმიჯს რეგიონში, რაც ქმნის ძალიან კარგ შესაძლებლობებს. ჩვენი განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, რომელიც გააჩნია მთავრობას, იქმნება ახალი შესაძლებლობები, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე სხვადასხვა სფეროს განვითარებისათვის, რომელსაც მაქსიმალურად მივაწვდით ამერიკულ მხარეს. თქვენ იცით,რომ ამერიკული კომპანია დღეს არის თანამონაწილე ანაკლიის პორტის მშენებლობისა და აქედან გამომდინარე არის კიდევ ბევრი შესაძლებლობები, რომელსაც წარმატებულ კომპანიებთან ერთად გავაცნობთ ინვესტორებს“,- განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია დგებუაძე აცხადებს, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას სროლების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი ლაშა თორდიას მოადგილედ ინიშნება?