ნინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს

ნინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 04:00 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კლუბში ნიღბიანი მამაკაცი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა.

ადგილობრივებისვე ინფორმაცით, კლუბიდან წაღებულია 5000 ლარი.

შსს–ს აცხადებენ, რომ დამნაშავის დაკავების მიზნით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დიდი ქალაქები ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა
შემდეგი სტატიაცესკო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს