რუსეთის დიდი ქალაქები ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა

რუსეთის დიდი ქალაქები ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა საპენსიო რეფორმას აპროტესტებს, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს.

მიტინგები კომუნისტური პარტიის მიერაა ორგანიზებული.

გენადი ზიუგანოვი და მისი მომხრეები კანონპროექტს “უსამართლოს” უწოდებენ და პრეზიდენტს და დეპუტატებს, საპენსიო ასაკის გაზრდის ნაცვლად, პენსიის გაზრდას სთხოვენ.

რეფორმა ვლადიმერ პუტინის მიერაა ინიცირებული. პირველი მოსმენით უკვე პარლამენტმაც მიიღო.

გამოკითხვების თანახმად, კანონპროექტის წარდგენის შემდეგ პრეზიდენტ პუტინის რეიტინგი 10 პროცენტით დაეცა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – არ ვარ მე კანაფის დედოფალი
შემდეგი სტატიანინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს