ნინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი და ხატია წილოსანი ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ევროკავშირის და FAO -ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ფარგლებში გაიმართა, ძირითადი ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების საკითხებს დაეთმო.

„საუბრის ძირითადი თემა იყო მიმდინარე თემატური მოკვლევა, რომელსაც ორი კომიტეტის ფარგლებში ვამუშავებთ. ეს არის DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების საკითხი და მათი იმპლემენტაცია ცხოვრებაში, მათ შორის, ის გადავადებული სტანდარტები და რეგულაციები, რომლებიც ამ ეტაპისათვის, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით არის განსაზღვრული, არ მუშაობს რეალობაში. ასევე ვისაუბრეთ გრძელვადიან ხედვაზე, რა შეიძლება კოორდინირებულად გავაკეთოთ, რომ სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრების პროცესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის მიმართულებით. შევთანხმდით კოორდინირებული თანამშრომლობის ფორმატზე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჯოჯს დეუ, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანზალვარეს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან ჩერნიკი და FAO-ს პოლიტიკის მრჩეველი ჯუმბერ მარუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
შემდეგი სტატიაISIS-გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს გორდან გრილიჩ-რადმანის შეხვდა