ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩისთვის საღებავის შესხმის გამო პოლონეთისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს – საკითხზე უწყებაში რუსეთში პოლონეთის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ინციდენტი ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა. მათივე მტკიცებით, პოლონეთმა არ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება – არ უზრუნველყო რუსი დიპლომატების იმუნიტეტი.

რუსეთში უკრაინის ელჩს უთხრეს, რომ რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის ხელმძღვანელობის ოფიციალურ ბოდიშს ელის და რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიების ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შემდეგი ნაბიჯები მოთხოვნაზე ვარშავის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.

9 მაისს რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. მან საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო, სადაც დემონსტრანტები უკრაინის დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ. ისინი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს “ფაშისტებს” ეძახდნენ.

“მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით”. – თქვა სერგეი ანდრეევმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ “ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“. პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია გაჭირვებით და პოლიციის დახმარებით დატოვა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილის შეძენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს
შემდეგი სტატიანინო წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი და ხატია წილოსანი ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ