ნინო სურგულაძემ “სოლიდარობის ფონდში” 1000 ლარი გადარიცხა

ქართველმა მეცო სოპრანომ ნინო სურგულაძემ “სოლიდარობის ფონდში” 1000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს.

“პანდემიის გამო წელიწადზე მეტია, საქველმოქმედო ფონდები, მათ შორის “ნატვრის ხეც”, ღონისძიებებს აქტიურად ვერ მართავენ. მიხარია, რომ “სოლიდარობის ფონდმა” მოახერხა და ამ ფორმატით შეძლო, სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტის გამართვა. ახლა მთავარია თითოეულმა ჩვენგან შეძლებისდაგვარად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში. მე ჩემი მხრიდან, ჩემი შვილების – ზაქარია და ნატალიას სახელით “სოლიდარობის ფონდს” ვურიცხავ 1000 ლარს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, მეტი სიცოცხლის გადარჩენა. დავრეკოთ ყველამ ნომერზე – 0901121212″, – წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად ტელემარათონი მიმდინარეობს, რომელსაც “საქართველოს სოლიდარობის ფონდი”, “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით მართავს.

ცოტა ხნის წინ გადაცემა “ავტოგრაფის” ეთერში, ტელემარათონის წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილი წაიკითხა.

“ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები, განსაკუთრებით კი მინდა, დავლოცო ისინი, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მათ შორის სიმსივნით დაავადებულნი. იმედი და შეწევნა ღვთისა არ მოკლდებოდეთ მათ და მათ ოჯახებს.

ასევე მინდა დავლოცო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოზარდებს სიკეთეს უკეთებს და ეხმარება სულიერად და მატერიალურად”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

ტელემარათონის მიმდინარეობისას შესაძლებელია დარეკვა ნომერზე – 0901121212, ზარის ღირებულება 1 ლარია.

 

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპატრიარქი ტელემარათონის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან