პატრიარქი ტელემარათონის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს მიმართავს

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად ტელემარათონი მიმდინარეობს, რომელსაც “საქართველოს სოლიდარობის ფონდი”, “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით მართავს.

ცოტა ხნის წინ გადაცემა “ავტოგრაფის” ეთერში, ტელემარათონის წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილი წაიკითხა.

“ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები, განსაკუთრებით კი მინდა, დავლოცო ისინი, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მათ შორის სიმსივნით დაავადებულნი. იმედი და შეწევნა ღვთისა არ მოკლდებოდეთ მათ და მათ ოჯახებს.

ასევე მინდა დავლოცო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოზარდებს სიკეთეს უკეთებს და ეხმარება სულიერად და მატერიალურად”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

ტელემარათონის მიმდინარეობისას შესაძლებელია დარეკვა ნომერზე – 0901121212, ზარის ღირებულება 1 ლარია.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიამ ახალი მოძრაობა “დროა” დააფუძნა
შემდეგი სტატიანინო სურგულაძემ “სოლიდარობის ფონდში” 1000 ლარი გადარიცხა