ნინო ლომჯარიას ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ეხმიანება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ჩნდება განცდა, რომ არსებობს გარკვეული შერჩევითი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანების მიმართ.

“შესწავლის საგანია ჯერ ჰქონდა თუ არა ამ პირებს შესაბამისი ნებართვა, თუ არ ჰქონდათ, მაშინ რატომ ვერ გამოავლინა შესაბამისმა უწყებებმა, რატომ მოხდა მისი იდენტიფიცირება მხოლოდ მედიის მიერ საჯაროდ ამ ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩნდება განცდა, რომ არსებობს გარკვეული შერჩევითი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანების მიმართ. ფაქტია, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებს ჰქონდათ განცდა, რომ მათ პრობლემები არ შეექმნებოდათ და რა თქმა უნდა, ძალიან სამართლიანი იყო საზოგადოების პროტესტი”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლონეთში კორონავირუსით დაავადებულთა ახალი რეკორდია, გარდაცვლილია 600-ზე მეტი ადამიანი