პოლონეთში კორონავირუსით დაავადებულთა ახალი რეკორდია, გარდაცვლილია 600-ზე მეტი ადამიანი

პოლონეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მაქსიმუმს 35 251 ახალ შემთხვევას მიაღწია მიმდინარე კვირაში, რომელიც შემთხვევათა ახალი მაქსიმუმია – ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. იმავე პერიოდში გარდაიცვალა 621 ადამიანი, რაც 32 შემთხვევით ნაკლებია წინა დღესთან შედარებით, რომელიც, თავის მხრივ მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

საავადმყოფოებში 31 800 კორონავირუსით დაავადებულია მოთავსებული, მათგან 3 100 პირი – რეანიმაციულ განყოფილებებში.

პოლონეთში 20 მარტიდან ახალი ლოქდაუნი გამოცხადდა, 27 მარტიდან ახალი შეზღუდვები დაწესდა. 30 მარტიდან კი – ქვეყანაში შესვლა გამკაცრდა. უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 3 მილიონი პირია აცრილი.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიას ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ეხმიანება
შემდეგი სტატიადღეს 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ