ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა კონსილიუმის დასკვნა გახდა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის მიზეზი (ვიდეო)

გადაცემა „ღამის მთავარში“ სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულად მიუთითეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ემოქმედა სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა კონსილიუმის დასკვნაზე დაყრდნობით; და აღნიშნა, რომ სწორედ ეს მითითება გახდა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის მიზეზი. ასევე, მოკლედ მიმოიხილა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმთა კონსილიუმის შემდგომი საქმიანობა და გორის ჰოსპიტალში არსებული გარემო.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირთა თავდასხმების, ხელშეშლასა და მუქარიდან გამომდინარე საფრთხეებს ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. ამ კონტექსტში კმაყოფილება გამოთქვა იმ ღია მხარდაჭერის გამო, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები სახალხო დამცველისადმი გამოხატავენ.

 

https://youtu.be/lG21u7NAF2s

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: საზოგადოება ცვლილებებისთვის მზადაა (video)
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მავნებლურია ჩვენი საზოგადოებისთვის, პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ახალგაზრდებში და ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ