ნინო ლომჯარია პანკისის სპეცოპერაციაზე – პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს

პროკურატურამ ობიექტურად და დროულად შეისწავლოს გარემოებები – ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს და რამდენად იყო პროპორციული ძალის გამოყენება- აცხადებს სახალხო დამცველი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას. ნინო ლომჯარიას თქმით, მთავარი ტვირთი პროკურატურას ეკისრება. მისი განცხადებით, დაჭრილი მაჩალიკაშვილის ოჯახის და სუს-ის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია, რის გამოც პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს საქმე.
“ჩვენ კონტაქტზე ვართ დაჭრილის ოჯახის წევრებთან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ჩვენი ინფორმაციით, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც საუბრობს ერთი მხრივ, დაჭრილის ოჯახი და მეორე მხრივ, უსაფრთხოების სამსახური, არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამოძიების როლი. მთავარი ტვირთი ეკისრება პროკურატურას და ჩვენი რეკომენდაციაა, პროკურატურამ ობიექტურად და დროულად შეისწავლოს გარემოებები – ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს და რამდენად იყო პროპორციული ძალის გამოყენება. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ საქმეს”, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშივფიქრობთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით
შემდეგი სტატიავაპირებ, ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო საქართველოს მასშტაბით