ვაპირებ, ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო საქართველოს მასშტაბით

მინდა მოვუწოდო მინისტრებს, მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე წელი შეაფასა და 2018 წლის გეგმებზე ისაუბრა.

“2017 წლის განმავლობაში იყო არაერთი გამოწვევა. არაერთი წუთი და დღე გამოვიარეთ, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით 2018 წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და საერთო ძალისხმევით მივაღწევთ წარმატებებსაც. 2018 წელი გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო, მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები, ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის, არამედ ის იქნება ღია, ძალიან გულრწფელი საუბარი პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების მოსმენა, მათი პრობლემების მოსმენა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი ხალხი ძალიან მალე იგრძნობს და დაინახავს”.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია პანკისის სპეცოპერაციაზე – პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს მადლობა გადაუხადა