ნინო ლომჯარია – მოვუწოდებ შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს

region
ავტ.: region ივნისი 14, 2019 16:10

ნინო ლომჯარია – მოვუწოდებ შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებაში ისინი ძალადობას ემიჯნებიან.

„ვერ შევაფასებ საპატრიარქოს პოზიციას, რადგან დამოუკიდებელი ინსტიტუტია და აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე დააფიქსიროს. ჩემთვის ამოსავალი წერტილია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც არის უზენაესი კანონი და უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციით.

მნიშვნელოვანია, ყველა შევთანხმდეთ, განსხვავებული აზრი რაც უნდა მიუღებელი იყოს, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს ლომჯარია.

ლომჯარია მოუწოდებს შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს.

„პატივი უნდა ვცეთ უპირველესად საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მსოფლმხედველობისა, ღირებულებისა და სხვადასხვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, დავიცვათ და პატივი ვცეთ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები ჩვენთვის. მოვუწოდებ შსს-ს, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. შსს ვალდებულია, გააკეთოს ნათელი გზავნილი იმ საპასუხო ზომების შესახებ, თუკი ვინმე შეეცდება ძალადობრივი ფორმით ვინმეს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. ამიტომ, ჩემი მიმართვის მთავარი ადრესატი არის შსს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

region
ავტ.: region ივნისი 14, 2019 16:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics