“რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”- ირაკლი სესიაშვილი

რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მას მოუწევს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით – ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“კარასინს კრემლის ნარატივი აქვს. მას ახალი არაფერი უთქვამს და უახლოეს მომავალში არც ველოდებით, რომ რუსული ნარატივი ნატო-სა და საქართველოს მიმართ შეიცვლება. რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მას მოუწევს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. დიახ, მას ეყოლება მეზობელი სამხრეთით საქართველოს სახით, რომელიც იქნება სტაბილური უსაფრთხო, რაც რუსეთის ინტერესშივე შედის. ნატო-ს გაფართოების ბოლო ნაკადიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების საუკეთესო გზა. ამიტომ რუსეთი ამას უნდა შეეგოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება არის დამნაშავე, მან გაავრცელა ეს კადრები – ოპოზიცია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – მოვუწოდებ შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს