ნინო ლომჯარია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს

gulis eleqsiri

ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერ- მინისტრი, რადგან მას აქვს უფლება, გამოაცხდოს საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობა არის ერთადერთი საფუძველი არჩევნების გადადებისა. ამის საფუძველი კი თავის მხრივ, არის ეპიდემიოლოგიური ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მიმართავს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ეპიდემიოლოგებს, აცნობონ საზოგადოებას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, როგორი ვირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების კუთხით როგორი პროგნოზი აქვთ.

„ეს არ არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, უფრო მეტად ეს წმინდა ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებრივი საკითხია. მოგეხსენებათ შარშან არჩევნების შემდეგ როგორ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ეპიდემიოლოგებიც აღიარებენ, რომ ზოგადად, არჩევნები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ზრდის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობას. შესაბამისად, ლოგიკურად, როდესაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი დღეს იმდენად გადატვირთულია, რომ ჯანდაცვის მომსახურების სფეროში საველე ჰოსპიტლებისა და სტუდენტების ჩართვაზე ვსაუბრობთ, რადგან ადამიანური რესურსის ნაკლებობა გვაქვს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – თუკი ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას, შესაბამისად, ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და როდესაც მეტად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების ხარჯზე, მაშინ როდესაც ერთ თვეში ჩვენ ასეთი მოლოდინი გვაქვს. ყველა ვაცნობიერებთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა ახლობელმა, ოჯახის წევრმა ვერ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ამიტომ, ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერ- მინისტრი, რადგან მას აქვს უფლება, გამოაცხდოს საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობა არის ერთადერთი საფუძველი არჩევნების გადადებისა. ამის საფუძველი კი თავის მხრივ, არის ეპიდემიოლოგიური ვითარება. ასევე, მივმართავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ეპიდემიოლოგებს, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, თუ რამდენად ელოდებიან ინფიცირებულთა ზრდას შემდგომ და არის თუ არა ამისთვის მზად ჯანდაცვის სექტორი, ხომ არ გამოიწვევს ეს მეტი ადამიანის დაღუპვას. თუ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მეტი მოქალაქის გარდაცვალება, მაშინ რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე: შარშან, არჩევნების შემდეგ თუ გაავრცელეთ ასეთი მოწოდება და თუ გქონდათ მსგავსი რეკომენდაცია, თუნდაც არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის ფონზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან.

„შარშან ამ პერიოდისთვის ჩვენ გაცილებით სხვა მდგომარეობა გვქონდა, თუმცა როდესაც დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად მქონდა კომუნიკაცია მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან. მაშინ ვფიქრობდი, რომ ამ ადამიანების კომპეტენცია იყო, ეთქვათ არჩევნების შედეგად რამდენად დამძიმდებოდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რადგან ბუნებრივია, მე როგორც სახალხო დამცველს, მსგავსი გამოცდილება არ მქონდა. თუმცა როდესაც ჩვენ ვნახეთ, რა მდოგმარეობა მივიღეთ შარშან არჩევნების შემდეგ და ეს დაკვირვების შედეგადაც ადვილი შესამჩნევია, ასევე ეს ადამიანებიც ადასტურებენ, რომ არჩევნები ზრდის ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დასაცავად გამეკეთებინა ეს განცხადება, თუმცა მთავარი სიტყვა რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებს ეთქმით“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

წინა სტატიაშიგოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებო რჩება