გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა.

“TV25” – ის ინფორმაციით მანქანაში სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის კი, ერთი არასრულწლოვანი. მათგან გარდაცვლილია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება მიუთითებს, რომ მათ არ აღელვებთ ადამიანების ბედი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს