ნინო ლომჯარია – იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2019 19:11

ნინო ლომჯარია – იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს

მნიშვნელოვანი

  • სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს. აღნიშნული ომბუდსმენმა პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტარების კითხვის საპასუხოდ განცხადა.

სხვა სტატიები

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს. აღნიშნული ომბუდსმენმა პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტარების კითხვის საპასუხოდ განცხადა.

„იუსტიციის საბჭოს რომ ჰქონდეს ნდობა, ჩვენ აქ არ ვისხდებოდით, ამდენი ხნის განმავლობაში ამ საკითხებზე არ ვისაუბრებდით. უფრო მეტიც, დეკემბერში, როდესაც დაიწუნა ამ პარლამენტმა წარმოდგენილი სია, რატომ დაიწუნა? იმიტომ, რომ პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობდა. ამ პროცესის და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, რომ ნდობა ყოფილიყო, ალბათ, სია განხილული იქნებოდა. ამიტომ, მე მგონი, ამაზე კამათი, არსებობს თუ არა საბჭოს მიმართ ნდობა, არ შეიძლება. ცალსახად არ არსებობს. ამას თქვენი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის უმრავლესობის გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. ეს ძალიან კარგად დაინახა ვენეციის კომისიამაც, როდესაც მხარეების მრავალფეროვან სპექტრს შეხვდა და ეს დაინახა „ოდირმაც“. სხვათა შორის, ისიც ამბობს, რომ ეს კონტექსტი მხედველობაში მისაღებია,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა იუსტიციის საბჭოს მიმართ არსებული უნდობლობის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საბჭოს წევრების დამოკიდებულება ბევრ ეჭვს ბადებს.“

„ჩემთვის, მაგალითად, ძალიან ნიშანდობლივია, იუსტიციის საბჭოს წევრების დამოკიდებულება მთელი ამ პროცესის მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ ამ სფეროში აღიარებული ყველა საერთაშორისო ექსპერტი და ყველა მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია ამბობს, რომ იმისთვის, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სამართლიანი იყოს, უნდა მოხდეს ეს და ეს, უნდა იყოს კრიტერიუმები, უნდა გაუქმდეს ფარული კენჭისყრა, არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი, გამოცდები არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. მთელი ამ პროცესის განმავლობაში საბჭოს ყველა წევრი ამბობდა, რომ ის რეკომენდაციები არ უნდა გავითვალისწინოთ. მათ შორის, როდესაც უმრავლესობა გარკვეულ რეკომენდაციებს დაეთანხმა, ამასთან დაკავშირებითაც უარყოფითი პოზიციები გამოთქვა საბჭომ. მათი ეს დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭო ამ ქვეყანაში არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტი. ვხედავ, რომ საბჭოს წევრები ამბობენ, ჩვენ არ უნდა გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა „ოდირს“, ვენეციის კომისია პოლიტიკურად მოტივირებულია, შერჩევის კრიტერიუმები ჩვენს დამოუკიდებლობას ზღუდავს, ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებებიო და ასე შემდეგ. მათი დამოკიდებულება და პოზიციონირება უკვე ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებს, რა დგას მათი რეალური მიზნების უკან,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 19, 2019 19:11

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics