“საქმეზე ილაპარაკე შე ნაგავო”… “გაატ…კა” – ზაზა პაპუაშვილი გიგა ბოკერიას მიმართავს

პარლამენტარები სახალხო დამცველს დღეს ხმაურისა და უცენზურო გამონათქვამების ფონზე უსმენდნენ. შელაპარაკება კი მმართველ გუნდისა და ოპოზიციის წევრებს შორის პლენარულ სესიაზე მოხდა.

„ოცნების“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას, რომელიც სახალხო დამცველს შეკითხვით მიმართავდა, ადგილიდან უცენზურო რეპლიკებით მიმართა. ზაზა პაპუაშვილს არ მოეწონა ბოკერიას გამოსვლა და მას “მასხარა” უწოდა.

“საქმეზე ილაპარაკე შე ნაგავო… გაატ…კა,” – განაცხადა პაპუაშვილმა ბოკერიასთან კამათისას. ამ განცხადებების საპასუხოდ გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დეპუტატები დაემშვიდებინა.

„რატომ აღელდით, რომელიმე ჯგუფი გაკლიათ? დამგმობი ჯგუფი გაკლიათ თუ შემქები? ორივე ხართ? აქამდე სულ ჩუმად იყავით და ახლა აღელდით ძალიან. ეს რობოტი ვინ იყო, რომელი ხარ აბა დაიყვირე? რას მიზამ? აბა გაიმეორე ერთი. ეს ვინ არის, ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი და რა ვუწოდო ამ კაცს, არ ვიცი. ძალიან აღელდა ეს ხალხი, მთელი დღე ეძინათ და ახლა აღელდა. დაამშვიდეთ ეს ხალხი ან მოდით და ახლოს დამელაპარაკეთ ხოლმე შესვენების დროს, თუ რამე პრეტენზია გაქვთ და ასე გიდუღთ სისხლი. ახლა, რომ მორჩება და გელოდებით ყველას, ვინც უკნიდან ყვირით ხოლმე. თუ გაჩუმდებით, დავსვამ კითხვას, მოისვენეთ რა,“ – მიმართა ბოკერიამ „ოცნების“ დეპუტატებს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულომ მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ბექა ოდიშარია სახელმწიფოს 3000 კვ.მ. ფართობის მიწას გადასცემს, სანაცვლოდ კი, მუხიანში, დაახლოებით 35.000 კვ.მ-ს მიიღებს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს